რატი ბრეგაძე: ჩემთვის უცნობია, რატომ დატოვა ზურაბ ფაღავამ კონსილიუმი, შევეცდები – გავესაუბრო და გავარკვიო

“რატომ დატოვა ზურაბ ფაღავამ კონსილიუმის შემადგენლობა, ჩემთვის უცნობია, შევეცდები – გავესაუბრო და გავარკვიო”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მინისტრმა კონსილიუმის წევრ ყველა ექიმს მადლობა გადაუხადა.

„რატომ დატოვა ბატონმა ფაღავამ კონსილიუმის შემადგენლობა, ჩემთვის უცნობია. ვეცდები, რომ გავესაუბრო და გავერკვიო ამ მიზეზშიც. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი კარდიოლოგმა, ზურაბ ფაღავამ დღეს დატოვა.

როგორც ფაღავამ “კვირას” განუცხადა, კონსილიუმის დატოვების მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები