რატი ბრეგაძე: თუკი საჭირო გახდება პატიმარ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია, გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაში საუბარია სამოქალაქო კლინიკაზე, თუ საჭირო გახდება პატიმარ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია, გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მრავალპროფილური კლინიკა არ გულისხმობს ავტომატურად სამოქალაქო კლინიკას.

„რაც შეეხება ექიმთა კონსილიუმს, რომელშიც წარმოდგენილი არიან საზოგადოებისთვის ძალიან ავტორიტეტული ექიმები, შეიკრიბნენ ორჯერ და არსებობს ორი დასკვნა. პირველად, როდესაც რეკომენდაციები გასცეს, ეს იყო, თუ არ ვცდები, 13 ოქტომბერს, ისინი შესრულებულია, ეს ეხება გარკვეულ მედიკამენტოზურ მკურნალობას. ბუნებრივია, ამ დეტალებზე არ ვიმსჯელებთ. ბოლო დასკვნა, რომელიც დადო კონსილიუმმა, ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის. საუბარია, რომ თუ გახდება საჭირო ჰოსპიტალიზაცია, ამ შეთხვევაში, უნდა განხორციელდეს მულტიპროფილურ კლინიკაში. აქ საუბარი სამოქალაქო კლინიკაზე, ხაზგასმით ვამბობ, რაზეც გვადანაშაულებს ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენელი და, მათ შორის, ზოგიერთი ოპონენტი, არ ყოფილა“, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები