“არავისთან დაპირისპირება არ მქონია” – ექიმმა ზურაბ ფაღავამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი დატოვა

“დაპირისპირება არავისთან მქონია”,  – ამის შესახებ “კვირას” ექიმმა, ზურაბ ფაღავამ განუცხადა, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი დატოვა.

მისი თქმით, კონსილიუმი მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.

„დაპირისპირება არავისთან მქონია. ჯანმრთელობის პრობლემებია მიზეზი. ოქტომბრის დასაწყისში გადავიტანე კორონავირუსი, თავს კარგად ვგრძნობდი, მეგონა – მდგომარეობიდან გამოვედი. შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი მდგომარეობა არ არის ბოლომდე რეაბილიტირებული. ამიტომ შევაჩერე აქტივობა კონსილიუმში. აღარ ვმონაწილეობ“, – განაცხადა ფაღავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები