ბენ ჰოჯესი: მსურს, საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს, მაგრამ ეს არასდროს მოხდება, სანამ აშშ-ს შავი ზღვის რეგიონში სტრატეგია არ ექნება

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს შავი ზღვის რეგიონში სტრატეგია არ გააჩნია მაშინ, როდესაც მას სჭირდება შავი ზღვა რუსეთისა და ირანის შესაკავებლად, ასევე, რეგიონში მეგობრებისა და მოკავშირეების დასახმარებლად.

ამის შესახებ მან უკრაინული გამოცემა  hromadsk-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა აღიაროს: “დიახ, ჩვენ ჯერ არ გვაქვს სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისთვის, მაგრამ ჩემი საუკეთესო ხალხი ახლა ამაზე მუშაობს”. ეს სტრატეგია უნდა მოიცავდეს დიპლომატიურ ზეწოლას,  ჩვენს ყველა  ევროპელ მოკავშირესთან ურთიერთქმედებას და ეკონომიკურ ინვესტიციებს. მასში ასევე საუბარი უნდა მიდიოდეს სამხედრო პოტენციალის გარკვეულ ზრდაზე.

ცხადია, ეს ნიშნავს, რომ თურქეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება მოგვიწევს. და ჩვენ უნდა ვიფიქროთ სტრატეგიულად: ჩვენ გვჭირდება შავი ზღვა რუსეთისა და ირანის შესაკავებლად და ასევე რეგიონში ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობრების დასაცავად.

ნაბიჯი მეორე: ჩვენ ახლავე უნდა გამოვასწოროთ ორმხრივი ურთიერთობები შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის. შეერთებულ შტატებში როდესაც ახსენებ „უკრაინას“ ჯერ კიდევ ახსენდებათ – ჯულიანი, ტრამპი, ჰანტერ ბაიდენი. რა თქმა უნდა, სექტემბერში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ვაშინგტონში საკმაოდ კარგი იყო. მაგრამ პრეზიდენტის ვიზიტი არ არის მთელი ურთიერთობა. ჩვენ სერიოზულად უნდა მივუდგეთ მათ განვითარებას – კულტურულ, დიპლომატიურ და ეკონომიკურ კავშირებს.

მე მინდა, რომ უკრაინა იყოს ნატო-ს წევრი. მინდა, საქართველო იყოს ნატო-ს წევრი. მაგრამ ეს არასოდეს მოხდება მანამ, სანამ შეერთებულ შტატებს არ ექნება სტრატეგია რეგიონში, სანამ ჩვენ არ ჩამოვაყალიბებთ ორმხრივ ძლიერ ურთიერთობებს და არ დავარწმუნებთ გერმანელებს, ჰოლანდიელებს, ფრანგებს და სხვებს, თუ რატომ იქნება ნატო უფრო ძლიერი უკრაინასთან ერთად, ვიდრე, მის გარეშე. აი, ესაა საქმე. ეს უნდა გაკეთდეს. და მხოლოდ შეერთებული შტატებს არ ძალუძს ამ ყველაფრის განხორციელება”, – თქვა ჰოჯესმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები