სალომე ზურაბიშვილი: საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონის მეთაური იხსენებს დიმიტრი ამილახვარის, გმირულ ბრძოლაში, 79 წლის წინ გარდაცვალებას

79 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ვიცეპოლკოვნიკი, დიმიტრი ამილახვარი ელ ალამეინის ბრძოლაში დაიღუპა.

აღნიშნულს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“საქართველო, მისი სამშობლო პატივს მიაგებს მის ხსოვნასა და მის ბრძოლას საფრანგეთისთვის.

საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონის მეთაური იხსენებს დიმიტრი ამილახვარის, გმირულ ბრძოლაში, 79 წლის წინ გარდაცვალებას”, – წერს ზურაბიშვილი “ტვიტერზე”

საფრანგეთში უცხოელთა ლეგიონის მე-13 ბრიგადა კიდევ ერთხელ იხსენებს ვიცეპოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარს და მის ხსოვნას პატივს მიაგებს.

“სამაგალითოა ამ კაცის მოღვაწეობა. პატივს მივაგებთ მის ხსოვნას”, – წერს ,,ტვიტერზე” საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონის მეთაური.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები