მამუკა წოწერია: მოსახლეობა ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების მუხრუჭი იქნება

“მოსახლეობა ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების მუხრუჭი იქნება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ განაცხადა.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატ ანზორ მელიას მოუწოდა, რეალურად შეაფასოს ზუგდიდში არსებული ვითარება. წოწერიას აღნიშნა, რომ მის კონკურენტს სათანადო საარჩევნო კამპანიაც არ უწარმოებია.

„იმ მოწესრიგებული, კომფორტული გზით რომ მგზავრობს, ის ამ ხელისუფლების დროს გაკეთდა და ნებისმიერი ინფრასტრუქტურული ცვლილება, რომელიც ასე მნიშვნელოვნად ამჩნევია ჩვენს ქალაქსა და მუნიციპალიტეტს, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ პერიოდში შექმნილი სიკეთე. აქედან გამომდინარე, მე მოვუწოდებ, აწარმოონ საარჩევნო კამპანია და აჩვენონ მოსახლეობას, თუ რის გაკეთებას აპირებენ“, – განაცხადა წოწერიამ.

მისივე თქმით, მოსახლეობა ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების მუხრუჭი იქნება. წოწერიამ აღნიშნა, რომ მოსახლეობის განწყობაა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა ზუგდიდში კიდევ ერთხელ არ დაუშვან.

„ჩვენ ვართ მოსახლეობის საჭიროებაზე ორიენტირებულნი. ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ჩვენი გამოცდილება, გაკეთებული საქმეები და მოსახლეობასთან ურთიერთობისას ყველა საჭიროება და პრიორიტეტი გამოკვეთილია. ასე რომ, მშვიდად ჩავატარებთ ამ არჩევნებსაც და 30 ოქტომბერი „ქართული ოცნებისა“ და ზუგდიდის მოსახლეობის უდიდესი გამარჯვებით დასრულდება“, – განაცხადა წოწერიამ.

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები