პრემიერმინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მერობის კანდიდატებს და შტაბების ხელმძღვანელებს შიდა ქართლში შეხვდებიან
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებსა და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობენ.
ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე დღეს შიდა ქართლში იმ მუნიციპალიტეტებს ეწვევიან, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
შეხვედრები მერობის კანდიდატებსა და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან ქარელსა და ხაშურში გაიმართება.