ირაკლი კობახიძე: თელავს სჭირდება განვითარება და ამისთვის საუკეთესო კანდიდატი ლევან ანდრიაშვილია

“თელავს სჭირდება განვითარება და ამისთვის საუკეთესო კანდიდატი არის ლევან ანდრიაშვილი, რომელიც 30 ოქტომბერს გამარჯვების შემდეგ  თელავის ღირსეული მერი იქნება”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თელავში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხალხს მობეზრდა  პოლიტიკური პოლემიკა და საჭიროა მთლიანად საქმეზე გადართვა.

„თელავში გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი ლევან ანდრიაშვილის სახით, რომელიც არის საქმიანი, წესიერი, ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანი და ის მოკიდებს იმ საქმეს ხელს, რასაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში  თელავის განვითარებაზე ზრუნვა ჰქვია. ჩვენ გვჭირდება მთლიანად საქმეზე გადართვა, ხალხს მობეზრდა ეს პოლიტიკური პოლემიკა, რასაც ყოველ დღე ადევნებს თვალყურს, თელავს სჭირდება განვითარება და ამისთვის საუკეთესო კანდიდატი არის ლევან ანდრიაშვილი, რომელიც 30 ოქტომბერს გამარჯვების შემდეგ  თელავის ღირსეული მერი იქნება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები