დავით კირკიტაძე: მიხეილ სააკაშვილი გვაძლევს ბრძოლის მაგალითს
“მიხეილ სააკაშვილი გვაძლევს ბრძოლის მაგალითს. არ გვაქვს უფლება, რომ არ ვიბრძოლოთ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარეობს.
მისივე თქმით, 30 ოქტომბერი გამარჯვების თარიღია.
“მიხეილ სააკაშვილი გვაძლევს ბრძოლის მაგალითს. დღეს ის ბიძინა ივანიშვილს და პუტინს დაკავებული ჰყავთ. ის იქ იბრძვის როგორც შეუძლია, ოლიგარქი ვერასოდეს გატეხს თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს და ამის მაგალითია მიხეილ სააკაშვილი. არ გვაქვს უფლება, რომ არ ვიბრძოლოთ, არ გვაქვს უფლება, რომ ხელები ჩამოვუშვათ და შემდეგი თარიღი რომელიც არის ბრძოლის და გამარჯვების არის 30 ოქტომბერი – ეს ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, გასაჭირის, ოლიგარქიის დასრულებას და ჩვენი ქვეყნის წინსვლას”,- განაცხადა კირკიტაძემ.