ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის დაკვეთით საქართველოში სისტემატურად ხორციელდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი 

“არავითარი კვალიფიციური ექსპერტი არ სჭირდება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით საქართველოში სისტემატურად ხორციელდებოდა ადამიანების წამება, ადამიანების გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას ჩააბარა”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იმ დანაშაულების მცირე ჩამონათვალია, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ჩაიდინა.

„პასუხი არის ძალიან მარტივი – დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტი არ უნდა იყოს ისეთი დაკვეთების გამცემი, როგორიც არის მაგალითად პატიმრების წამება, არაპატიმრების წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი და ა. შ. არავითარი კვალიფიციური ექსპერტი არ სჭირდება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით საქართველოში სისტემატურად ხორციელდებოდა ადამიანების წამება, ადამიანების გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას ჩააბარა, ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულების ძალიან მცირე ჩამონათვალი. ამას არავითარი ექსპერტიზა არ სჭირდება“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები