კანადისა და აშშ-ის საზღვარზე სატვირთო გემი იწვის

კონტეინერების გადამზიდზე Zim Kingston-ზე, რომელიც კანადისა და აშშ-ის საზღვარზე ხანძარი გაჩნდა. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი Global News იუწყება.

მათი ცნობით, რამდენიმე დღის წინ ცუდი ამინდის გამო გემის ბორტიდან, რომელიც მალტის დროშის ქვეშ მოძრაობდა, 40-მდე კონტეინერი ზღვაში ჩავარდა. ამ დროისათვის გემს ხუან-დე-ფუკას სრუტეში ღუზა აქვს ჩაშვებული. კანადის სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ხანძარმა ორი კონტეინერი მოიცვა, სადაც საშიში ნივთიერებებია მოთავსებული.

როგორც ტელეარხ CityNews-ის ჟურნალისტი ჯონ აკერმანი იტყობინება, ხანძრის გაჩენის შემდეგ სატვირთო გემიდან ეკიპაჟის 10 წევრის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო ინფორმაცია, გემზე დარჩენილი მეზღვაურების შესახებ არ ვრცელდება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები