Bloomberg: მსოფლიოში პროდუქტების გაძვირება კვლავ გაგრძელდება

სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ მსოფლიოს სულ მცირე ერთი წელი პროდუქტებზე ფასების ზრდის ატანა მოუწევს. ყველაზე მეტად კი ინფლაცია განვითარებად ქვეყნებშია შესამჩნევი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

Bloomberg-ის ცნობით, მომხმარებლები მთელი მსოფლიოდან ყოველდღიურ საქონელზე ფასების გაზრდისთვის ემზადებიან. ბევრ კომპანიას მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ აწუხებს. ასევე იზრდება ფასები ენერგიაზე, ნედლეულზე, შეფუთვაზე და მიწოდებაზე.

„ჩვენ გველოდება სულ მცირე 12-თვიანი ინფლაცია. ასეთი ინფლაციური ვითარება, როგორიც ახლაა, დაახლოებთ 20 წელიწადში ერთხელ ხდება“,- განაცხადა კომპანია Unilever-ის დირექტორმა, ალან ჯოუპმა. კომპანია Unilever-ი, რომელიც საპონ Dove-ს აწარმოებს იძულებული გახდა გასულ კვარტალში საკუთარი პროდუქციის ფასი 4%-ით გაეზარდა. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ეს ყველაზე დიდი ფასმატებაა პროდუქტზე უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში, ისინი არ გამორიცხავენ, რომ ფასი 2022 წელსაც განაგრძობს ზრდას. ასეთივე ტენდენციაზე საუბრობენ კომპანია Nestle SA, Procter & Gamble Co. და Danone SA. გამოცემის ცნობით, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ინფლაცია მკვეთრად გაიზარდა – ისეთ ნიშნულამდე, რომელიც კრიზისის დროს ფიქსირდებოდა 2008 წელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები