ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის დროს გადარჩენილი მამაკაცი კლინიკიდან გაწერეს

37 წლის ზვიად თავდგირიძე, რომელიც 8 ოქტომბერს, ბათუმში, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევისას დაშავდა, კლინიკა „მედცენტრიდან“ უკვე გაწერეს.

ის ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთადერთი გადარჩენილია.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები