როცა „ქართული ოცნება“, 2024 წელს იქნება ეს თუ 2028 წელს, ოპოზიციაში იქნება, ჩვენ ვაჩვენებთ სტანდარტს, როგორი უნდა იყოს ოპოზიცია – მდინარაძე

როცა „ქართული ოცნება“, 2024 წელს იქნება ეს თუ 2028 წელს, ოპოზიციაში იქნება, ჩვენ ვაჩვენებთ სტანდარტს, როგორი უნდა იყოს ოპოზიცია, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი აღნიშნავს, რომ ეს ვერ მოხდება იმ პირობებში, როცა „ნაცმოძრაობა“ არის მეორეადგილოსანი.

„თუ ახალი ძალები წამოვლენ წინ და ამ შემთხვევაში ადვილი იქნება კოალიციაზე საუბარი, მაგრამ როცა წარსულის უმძიმესი ცოდვების გარდა დღევანდელი ცოდვებით დამძიმებული პოლიტიკური პარტია გყავს მთავარ ოპონენტად, ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს და მერე ვილაპარაკოთ ყველაფერზე. ეს არის ჩემი გულწრფელი დამოკიდებულება – არ შეიძლება, რომ ამ ქვეყანამ წააგოს „ნაცმოძრაობასთან“ რომელიმე რაიონში. პირველ ტურში კახა კალაძემ ყველა დეტალთან დაკავშირებით ჩამოაყალიბა თავისი მოსაზრება და მას არც აკრიტიკებდნენ. არ შედიოდნენ ამ თემებში, იმიტომ რომ არ აწყობდათ. ახლა ჩვენ ამას დავამატეთ საკმაოდ ნეგატიური კამპანია, რომ თუ ვინმეს პოლიტიკური მეხსიერება ღალატობს, მასაც უნდა შევახსენოთ, ეს ადამიანები ვინ არიან და როგორ ალაგებენ ისიც „გაღმა შედავების“ პრინციპს“, – ამბობს მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები