მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მიმართავს

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ოპოზიცია არჩევნების მოპარვის მცდელობას „ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის პროტესტით უპასუხებს“. ამის შესახებ აღნიშნულია ციხიდან მიხეილ სააკაშვილის გზავნილში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა.

სააკაშვილი ხელისუფლებას მიმართავს და აცხადებს, რომ მის აშენებულ სახელმწიფოს ქართველი ხალხი მათ არ დაანგრევინებს.

„ჩვენ სიბინძურეს ვუპასუხებთ ორგანიზებით, არშეშინებით (მათ ჩვენი შეშინება სურთ) და არჩევნებში მასიური მონაწილეობით. ხოლო არჩევნების მოპარვის მცდელობას საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის პროტესტით. ჩემს აშენებულ სახელმწიფოს ქართველი ხალხი თქვენ არ დაგანგრევინებთ! რაც ავაშენე, უნდა დავამშვენოთ და გავაუმჯობესოთ. სიღარიბე, დამცირება და ეს ჭაობი უნდა დასრულდეს!“,- აღნიშნულია სააკაშვილის მორიგ გზავნილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები