რიჟვაძე: 10-მილიონიანი დაფინანსების ფარგლებში, ძველ ბათუმში ავარიული სახლების რეაბილიტაციას დავიწყებთ

“ჩვენთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობები, სახლები. წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ მიმართულებას ვერ ექცეოდა შესაბამისი ყურადღება“, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რეაბილიტაცია განსაკუთრებით ძველ ბათუმში მდებარე ავარიულ და მოძველებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლებსა და შენობებს სჭირდებათ.

„დაახლოებით, 20-30 ასეთი ლოკაციაა ძველ ბათუმში და 10 მილიონის დაფინანსების ფარგლებში ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეტაპობრივად, ძალიან სწრაფად დავიწყოთ ამ სახლების რეაბილიტაცია და შევუნარჩუნოთ ავთენტიკურობა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამასთან, სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს მინიმალური ჩარევა, რათა დავიცვათ მემკვიდრეობა და თან იქ მცხოვრებ ოჯახებს მოუწესრიგოთ პირობები, რათა ღირსეულად შეძლონ ცხოვრება“, – აღნიშნა რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები