რიჟვაძის თქმით, დღეიდან აჭარის მთავრობამ დაიწყო საბინაო ფონდის გამოყენება, რათა ყველაზე კრიტიკულ ლოკაციებზე მცხოვრები 630 ოჯახი დაკმაყოფილდეს

“დღეიდან უკვე დავიწყებთ საბინაო ფონდის გამოყენებას, რომ ყველაზე კრიტიკულ ლოკაციებზე მცხოვრები ადამიანები დავაკმაყოფილოთ. ეს იქნება 630-ზე მეტი ოჯახი”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკემ რიჟვაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

„ასევე, ის საჯარო დაფინანსება, რომელსაც კაპიტალური ტრანსფერის სახით, ბათუმის მერია მიიღებს აჭარის მთავრობისგან საკმარისი იქნება, რომ ყოველწლიურად 200-300-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა შეიქმნას. ეს ასევე გულისხმობს გარკვეული მიწის ნაკვეთების გამოთავისუფლებას. სწორედ ამ ტერიტორიებზე განხორციელდება საპროექტო საბინაო დაგეგმარება და ეს იქნება შეთავაზებული კერძო სექტორისთვის, რომ მათაც მოახერხონ ამ პროექტში ჩართვა. ეს იქნება უწყვეტი ჯაჭვი, რომლითაც, ერთი მხრივ, მოგვარდება იქ მაცხოვრებელი ოჯახების პრობლემა და მეორე მხრივ, მაქსიმალურად რაციონალურად გამოვიყენებ გამოთავისუფლებულ ეკონომიკურ აქტივს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები