ხობის პოლიციის ყოფილ უფროსს, ლექსო რაფავას ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
დაკავებულის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ რაფავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ დღესვე იმსჯელოს.
“ლექსო რაფავას მიმართ მოხდა გაუგონარი დანაშაულის ჩადენა სახელმწიფოს მხრიდან. ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, რომლის წვლილიც დიდია დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიის განხორციელებაში, მისი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, სახელმწიფო გდდ-ს ათეულობით თანამშრომლის მონაწილეობით, სახლში აუვარდა, ავტომატი და ხელყუმბარა ჩაუდო, შემდეგ ამოუღო და სამართლებრივად შეფუთა შეძენა-შენახვად”, – თქვა დავით ახალაიამ.
შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს თანამშრომლებმა ხობში ყოფილი მაღალჩინოსანი ცეცხლსასროლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს.