თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაციისთვის 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ მედიასთან განცხადებები გააკეთა და ბათუმში ავარიული სახლების პრობლემის მოსაგვარებლად ახალი პროგრამა დააანონსა. თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მქონე სახლებთან დაკავშირებულ გეგმებზე.

„გარდა ავარიული სახლებისა, ქალაქში გვაქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლები. შესაბამისად, 2 წლის განმავლობაში ვაპირებთ დავხარჯოთ 10 მლნ ლარზე მეტი ამ სახლების რეაბილიტაციისთვის და იქ მაცხოვრებელი ოჯახები გააგრძელებენ ცხოვრებას რეაბილიტირებულ სახლებში”, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები