ელისო ბოლქვაძე რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რაზვან როტუნდუს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რაზვან როტუნდუს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე კულტურული დიპლომატიის გაღრმავებაზე ისაუბრეს. „შეხვედრაზე საპარლამენტო კომიტეტების დაახლოების შესახებ ვიმსჯელეთ. რუმინეთში არსებობს ყველაზე სახელგანთქმული ფესტივალი – ენესკუს სახელობის ფესტივალი და ასევე კონკურსი ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის. ელჩი შეეცდება აღნიშნულ ფესტივალში ქართველი მუსიკოსების ჩართვის მიმართულებით დაგვეხმაროს “, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები