გია აბაშიძე: სამარცხვინო სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ვერანაირ არგუმენტს შეაგროვებს დამნაშავე ექსპრეზიდენტის გამართლებაზე, რომელსაც ვერდიქტები სტრასბურგის სასამართლომაც გამოუტანა

,,ჯალათი სააკაშვილის გამართლების მცდელობას არ მალავს ლომჯარიას მოადგილე – გიორგი ბურჯანაძე და აცხადებს, რომ მათი აპარატი მიხეილ სააკაშვილის საქმეებს სწავლობს და იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება მისი გათავისუფლების საფუძველი, შესაბამისი პოზიცია ექნებათ’’, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, გია აბაშიძე ნინო ლომჯარიას მოადგილის განცხადებას, რომ – ისინი სწავლობენ მიხეილ სააკაშვილის საქმეებს და თუ ნახავენ, რომ მისი განთავისუფლების საფუძველი იკვეთება, მათ შესაბამისი შეხედულება ექნებათ.

,,სხვადასხვა სარწმუნო წყაროდან შევიტყვე, რომ შერჩევითად სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ინტენსიურად ხვდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს და თავხედურად ირწმუნება, ერთ-ორ თვეში “მყარ მტკიცებულებებს” დადებს სააკაშვილის “პოლიტიკურ პატიმრობაზე”.
ჯალათი სააკაშვილის გამართლების მცდელობას არ მალავს ლომჯარიას მოადგილე – გიორგი ბურჯანაძე და აცხადებს, რომ მათი აპარატი მიხეილ სააკაშვილის საქმეებს სწავლობს და იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება მისი გათავისუფლების საფუძველი, შესაბამისი პოზიცია ექნებათ.
საქართველოს ისტორიაში ყველაზე უნამუსო და სამარცხვინო სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია და მისი აპარატი ვერანაირ არგუმენტს შეაგროვებს დამნაშავე ექსპრეზიდენტის გამართლებაზე, რომელსაც ვერდიქტები სტრასბურგის სასამართლომაც გამოუტანა. ამგვარი უშედეგო მცდელობა იქნება ლომჯარიას ისედაც უკიდურესად შელახული რეპუტაციის დაზიანება. თუ ეს ამ ქალბატონის ანგარებიანი თვითმიზანია, თავისუფალია არჩევანის გაკეთებაში”, – წერს facebook – ზე გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები