პრემიერმინისტრი და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე სენაკში მერობის კანდიდატსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში გრძელდება. ინფორმაციას მმართველი პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, სენაკში, პრემიერმინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატ ვახტანგ გადელიას, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის მაჟორიტარი დეპუტატი – ირაკლი ხახუბია, უმრავლესობის წევრები: ირაკლი ბერაია, დაჩი ბერაია, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში – გიორგი გუგუჩია.
სენაკის შემდეგ, შეხვედრა გაიმართება ფოთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები