პუტინს მარგველაშვილი სოჭში არ მიუწვევია

  გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრას არ ადასტურებს. როგორც გიორგი მარგველაშვილის პრესმდივანმა თინათინ მჟავანაძემ „კვირასთან“ საუბრისას განმარტა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრის შესახებ რაიმე ოფიციალური განცხადება, ან წერილი შესული არ არის. რუსულმა მედიამ დღეს ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, დიმიტრი პესკოვმა, სოჭის ოლიმპიადის ფარგლებში, მარგველაშვილისა და პუტინის შეხვედრა არ გამორიცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები