პროკურორი: ფაქტი, რომ გიორგი ნარიმანიძემ ჩამოიყვანა ძებნილი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, დადასტურებულია კონკრეტული მტკიცებულებებით

არის დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკურობიდან გამომდინარე არსებობს მომეტებული საფრთხე, ბრალდებულმა გააგრძელოს დანაშაულებრივი საქმიანობა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია, – მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე მეოთხე დაკავებულის, გიორგი ნარიმანიძის საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

“მოცემულ შემთხვევაში არსებობს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების სტანდარტი. ბრალდებულს ბრალი ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულში, თუმცა მისი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, დამნაშავის დაფარვასთან გვაქვს საქმე, მოცემულ შემთხვევაში მიუთითებს შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელებაზე.

ბუნებრივია, დღეს ვერავინ მოგვთხოვს, რომ ვინმემ ამტკიცოს უტყუარად, რომ ბრალდებული გააგრძელებს დანაშაულებრივ ქმედებებს, აქ არის დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკურობიდან გამომდინარე არსებობს მომეტებული საფრთხე, რომ ბრალდებულმა გააგრძელოს დანაშაულებრივი საქმიანობა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია. მათ შორის, გარკვეულწილად არსებობს მიმალვის საფრთხეც და სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულ გიორგი ნარიმანიძეს.

ადვოკატების პოზიცია, რომ კამერებში არაფერი არ ჩანს, ეს მათი ინტერპრეტაციაა. ერთმნიშვნელოვანი კომპონენტია ის, რომ საქმეში წარმოდგენილია არაერთი ვიდეო მასალა, სადაც ასახულია ბრალდებული გიორგი ნარიმანიძე და საქმის არსებითი განხილვა როცა დაიწყება ყველა ამ მტკიცებულებას წარვადგენთ. ის ფაქტი, რომ გიორგი ნარიმანიძემ ჩამოიყვანა ძებნილი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დადასტურებულია კონკრეტული მტკიცებულებებით. ეს არის ვიდეო მასალა, სხვა წერილობითი წერილობითი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები”, – განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულ გიორგი ნარიმანიძეს პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები