„თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებული პირები პატიმრობაში რჩებიან

5 ივლისს “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული 27-ვე პირი პატიმრობაში დარჩა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ოთხმა მოსამართლემ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა. მხარეების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვდა. ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, ნაწილი კი მათ მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები