ელისო ბოლქვაძე ავსტრიის ელჩს, ტომას მუჰლმანს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე ავსტრიის ელჩს, ტომას მუჰლმანს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე კულტურული დიპლომატიის შესახებ ისაუბრეს და ქართველი ხელოვანების ავსტრიაში პოპულარიზაციის საკითხებზე იმსჯელეს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. დავსახეთ პირველი ეტაპი ურთიერთთანამშრომლობისთვის: ვენის კონცერტჰაუზში გამართულ კონცერტებში ქართველ ახალგაზრდა მუსიკოსებს შეეძლებათ, მიიღონ მონაწილეობა. ასევე, დავგეგმეთ რადიო ORF-თან თანამშრომლობა, სადაც ქართული კლასიკური მუსიკა აჟღერდება, რაც ხელს შეუწყობს ართული მუსიკის პოპულარიზაციას ავსტრიაში”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები