ქართველი მოჭადრაკე ქალბატონები, ეროვნული გმირები

პატარა კავკასიური ქვეყანა ეთაყვანება თავის მოჭადრაკე ქალბატონებს, რომლებიც ყოველთვის მსოფლიო ჩემპიონობისთვის ასპარეზობენ.

ამის შესახებ ესპანური მედია წერს და სტატიას ქართველ მოჭადრაკეებს უძღვნის.

ცოტაა ქვეყანა, სადაც ჭადრაკი ყველაზე პოპულარულ სპორტად ითვლება. მაგრამ მხოლოდ საქართველოა ის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ჩემპიონი ქალბატონები მამაკაცების რიცხვს აღემატებიან და ეროვნულ გმირებად არიან აღიარებულნი.

მართალია, საქართველოში ქალის ეროვნულად გმირად გამოცხადების ეს ტრადიცია, რითაც ეს ფენომენი აიხსნება, ჯერ კიდევ XI საუკუნეში იღებს სათავეს, მაგრამ ჭადრაკის ნამდვილ დედოფლად პირველი მსოფლიო ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილი ითვლება, ცოცხალი ლეგენდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ სასამართლოში უჩივლა Netflix-ს სერიალ “ლაზიერის გამბიტში” გაჟღერებული მცდარი ინფორმაციისთვის მისი ბიოგრაფიის შესახებ.

საქართველო ესპანეთის ქალაქ სიტჟესში ქალთა მსოფლიო თასის მოსაპოვებლად იბრძოლებს, მას შემდეგ რაც საწყის ეტაპზე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

„როგორც მადრიდში (კოლიადო მედიანოში) მცხოვრები, ქართველი მწვრთნელი ელიზბარ უბილავა აღნიშნავს, “ჭადრაკს, განსაკუთრებით ქალთა შორის, საქართველოში მრავალწლიანი ისტორია აქვს და ქვეყნის ეროვნული კულტურის განუყოფელ ნაწილს შეადგენს. ყოველივე ეს დიდ ერთობას ქმნის გუნდში, რომელიც გრძნობს მთელი ქვეყნის წინაშე საკუთარ პასუხისმგებლობას.
გოგონები აქ საკმაოდ კარგად თამაშობენ, თუმცა უკანასკნელ მომენტში გამოგვეთიშა ჩვენი ჩემპიონი ბელა ხოტენაშვილი, რომელიც ბრწინვალე ფორმაში იმყოფება, მაგრამ შვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემის გამო ვერ მიიღებს მონაწილეობას.

საგულისხმოა, რომ შუა საუკუნეების საქართველოში (ზოგიერთი წყაროს თანახმად XI საუკუნიდან) დამკვიდრებული იყო საქორწილო მზითევში ჭადრაკის დაფის გატანება. ალბათ იმანაც დიდი როლი ითამაშა, რომ XII საუკუნის საქართველოში ოქროს ხანის ყველაზე ქარიზმატული მონარქი ქალი იყო, სახელად თამარი, რომლის მმართველობის პერიოდს საქართველოს ოქროს ხანას უწოდებენ.

ქალთა ქართული ჭადრაკის ოქროს ხანა კი მეოცე საუკუნის სამოციანი წლებიდან იწყება და მოიცავს სამოცდაათიან და ოთხმოციან წლებსაც, მას შემდეგ რაც 1961 წელს 20 წლის ნონა გაფრინდაშვილი პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან გამარჯვების გვირგვინი 1978 წლამდე ატარა, სანამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მისმა თანამემამულემ მაია ჩიბურდანიძემ არ ჩამოართვა.

მსოფლიო მოჭადრაკეების ათეულში სხვა ქართველი მოთამაშე ქალბატონებიც შედიოდნენ, კერძოდ ნანა ალექსანდრია და ნანა იოსელიანი.

საბჭოთა შესარჩევ ტურნირებში მათი რიცხვი იმდენად ჭარბობდა, რომ იმ პერიოდში მოთამაშეების თითქმის 100% ქართული წარმოშობის იყო, რაც რუს ნაციონალისტ ბიუროკრატებს შორის დიდ გაღიზიანებას იწვევდა მოსკოვში.

”1978 წელს, როდესაც ბუენოს აირესში საჭადრაკო ოლიმპიადაზე მივემგზავრებოდით, თვითფრინავის აფრენამდე ერთი საათით ადრე საბჭოთა ფედერაციის ჩინოვნიკებმა ნანა იოსელიანი რუსი ეროვნების მოჭადრაკით შეცვალეს. რაც ერთდაერთი შემთხვევა არ ყოფილა “, იხსენებს ალექსანდრია.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, სოფიო ნიკოლაძე იხსენებს, რომ „იმ დროს ახლად დაბადებულ გოგონებს ნონას, მაიას ან ნანას არქმევდნენ ჩვენი სასახელო მოჭადრაკეების საპატივცემოდ. … გადაჭარბებული ნათქვამი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ჭადრაკის თამაში ჩვენს სისხლშია.

როგორც აღნიშნავს, საკუთარი გამოცდილებით იმის თქმაც შეუძლია, რომ ქართული ჭადრაკის ხსენება საკმარისი იყო, რომ საგზაო პოლიციას მწვანე შუქი აენთო ჩვენთვის.

ნონა გაფრინდაშვილი დღეს 80 წლისაა და ძალიან გაბრაზებულია Netflix– ზე (სარჩელის ოდენობა შეადგენს ხუთი მილიონ დოლარს , 4.26 მილიონი ევროს) სცენარში შეტანილი იმ მცდარი ცნობისთვის, სადაც ნათქვამია რომ: ”ნონა გაფრინდაშვილი […] არის მსოფლიოს ჩემპიონი ქალი, რომელსაც მამაკაცების წინააღმდეგ არასოდეს უთამაშია “. ნონა გრაფრინდაშილი აზრით, Netflix მა აშკარად და მიზანმიმართულად იცრუა.

დღეს ნონა გრაფრინდაშვილი ალბათ კმაყოფილია ქართველი ახალგაზრდა მოჭადრაკეების გამარჯვებით B ჯგუფში სიტჟესის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელნიც მეოთხედ ფინალში აზერბაიჯანს შეხვდებიან.
ასევე ერთმანეთს შეხვდებიან რუსეთი- აშშ, ინდოეთი-ხაზახეთი, უკრაინა-სასომხეთი. ჩემპონანტს პირველ ეტაპზე გამოეთიშნენ საფრანგეთი, ესპანეთი, პოლონეთი და გერმანია.
https://elpais.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები