გურამ მაჭარაშვილი: ევროპელი თუ ქართველი პოლიტიკოსის მიმართ, რომელიც პატივს არ სცემს ქვეყნის მართლმსაჯულებას, პოზიტიური დამოკიდებულება ვერ გვექნება

“ნებისმიერი ევროპელი თუ ქართველი პოლიტიკოსის მიმართ, რომელიც პატივს არ სცემს საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის გადაწყვეტილებას, ქვეყნის მართლმსაჯულებას პოზიტიური დამოკიდებულება ვერ გვექნება” ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არის და იქნება სამართლებრივი სახელმწიფო.

„ნებისმიერი ევროპელი თუ ქართველი პოლიტიკოსის მიმართ, რომელიც პატივს არ სცემს საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის გადაწყვეტილებას, საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის მართლმსაჯულებას და ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტებს, ვერ გვექნება პოზიტიური დამოკიდებულება. საქართველოს სახელმწიფოს პრინციპების პატივისცემაში იგულისხმება კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, თუ ჩვენ მივუდგებით ყოფილ პრეზიდენტს სხვა ნორმებით და სხვა სპეციფიკით, რიგით მოქალაქეებს კი სხვა სპეციფიკით, გამოვა, რომ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ვარღვევთ. ჩვენ ვდგავართ იმ პრინციპზე, რომ საქართველო არის და იქნება სამართლებრივი სახელმწიფო, რაც შეეხება ევროპულ ურთიერთობებს, ეს ერთად აღებული არც ერთი და არც რამდენიმე პოლიტიკოსის – ევროპელის თუ ქართველის გადასაწყვეტი არ არის. ეს არის საქართველოს უმრავლესობის გადაწყვეტილება და ეს არის ევროპის დიდი ოჯახის გადაწყვეტილება, მათ შორის, ევროკავშირის და იმ სტრუქტურების, რომელთანაც გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები