საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მიწისძვრა მოხდა
ჩეჩნეთთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 45 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 08:45 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრე 4.9 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.