საჭიროებს თუ არა სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციას – კონსილიუმი ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად ციხეში შევიდა

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონსილიუმი შეიკრიბა. ექსპრეზიდენტის მდგომარეობას ექიმების ჯგუფი შეაფასებს. კონსილიუმი რუსთავის მეთორმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე შევიდა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სამინისტრომ ჩამოაყალიბა მულტიფუნქციური ჯგუფი, რომლის წევრებიც მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმთან და, ასევე, პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტთან ერთად მუშაობენ. მათი მიზანია, შეაფასონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეიმუშაონ გეგმა საპასუხო რეაგირებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები