რას ამბობენ შატალოვას მეზობლები ქალის სავარაუდო მკვლელზე

გაზაფხულის ქუჩაზე, იქ – სადაც ანასტასია შატალოვა უცნობმა პირმა ჩაცხრილა, საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება.

ცოტა ხნის წინ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა შემთხვევის ადგილიდან კამერების ჩანაწერები კიდევ ერთხელ ამოიღეს.

მათ მოსახლეობას სავარაუდო დამნაშავის ფოტომასალაც აჩვენეს.

ადგილობრივების განცხადებით, ფოტოზე აღნიშნულ პირს ბინის დაქირავება სურდა და მკვლელობამდე სამი დღით ადრე შენიშნეს.

როგორც გაზაფხულის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, შსს დაახლოებით 30-35 წლამდე, 170 სმ სიმაღლის, გამხდარ, შავგვრემან კაცს ეძებს, რომელიც ქუდით გადაადგილდებოდა.

შეგახსენებთ, რომ 18 ოქტომბერს თბილისში ახალგაზრდა ქალი სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, მას 7 ტყვია აქვს მოხვედრილი.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მოკლული ანასტასია შატალოვაა, რომელსაც დავა ჰქონდა ბათუმის ყოფილ ვიცემერთან არასრულწლოვან შვილთან დაკავშირებით. ბათუმის ყოფილი ვიცემერი ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან კავშირს უარყოფს. ზურა ბერიძის თქმით, მოკლულთან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კომუნიკაცია არ ჰქონია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები