გიორგი ამილახვარი: „ქართული ოცნება“ აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე გადავიდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, „ქართული ოცნება“ აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე გადავიდა.
“თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნება“ გადავიდა აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე. გვაქვს დაგეგმილი თემატური შეხვედრები. ასევე, შევხვდებით მოსახლეობას და კიდევ ერთხელ გავაცნობთ ჩვენს მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ პროგრამას. ასევე, იმ ხედვებს, თუ როგორ ვფიქრობთ მომდევნო წლების განმავლობაში მუნიციპალური პროგრამების მოგვარებასა და კონკრეტულად თბილისის განვითარებას“, – განაცხადა ამილახვარმა “ქრონიკასთან” საუბარში.
ცნობისთვის, 30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია დაგეგმილი.