გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილი ცდილობს, პოლიტიკურ დღის წესრიგში იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მცდელობა პოლიტიკურ დღის წესრიგში ყოფნაა.

მისივე თქმით, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ქვეყანაში სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი იქნება.

„სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით შექმნილია ჯგუფი, პირადი ექიმიც არის ჩართული. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება. მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში იყოს, ეს ნელ-ნელა მილევადი გახდება. გარწმუნებთ, მეორე ტურის შემდეგ სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები