წყალდიდობა ლანჩხუთში – სუფსაში 20-ზე მეტი ოჯახი დაიტბორა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში უხვი ნალექის შედეგად საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები დაიტბორა.

სტიქიამ ზარალი 20-ზე მეტ ოჯახს მიაყენა.

მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. ზარალის ზუსტი ოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები