თბილისში, კამანის ქუჩაზე ქალი მოკლეს – ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს რამდენჯერმე ესროლეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.