კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, არჩევნები ჩატარდეს ისეთ გარემოში, რომ საზოგადოებას ჰქონდეს უსაფრთხოების განცდა – ფოკუსი უნდა გაკეთდეს კანდიდატებზე და არა ერთმანეთზე თავდასხმებზე

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო გარემო მშვიდი იყოს.

მისივე თქმით, ფოკუსი უნდა გაკეთდეს კანდიდატებზე და არა ერთმანეთზე თავდასხმებზე.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ოდესმე გავბედავ თქმას, რა არის ნორმალური პოლიტიკა საქართველოში. ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული მთავრობისთვის თქმა, რა უნდა გააკეთონ. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნების მეორე რაუნდისთვის გარემო იყოს მშვიდი, არჩევნები ჩატარდეს ისეთ გარემოში, რომ საზოგადოებას ჰქონდეს უსაფრთხოების განცდა და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი. ვფიქრობ, ფოკუსი უნდა გაკეთდეს ამ საკითხებზე, კანდიდატებზე და არა ერთმანეთზე თავდასხმებზე, მით უმეტეს არა ძალადობასა და რაიმე სახის აგრესიულ გამოსვლებზე“, – განაცხადა დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები