“სინოფარმი/სინოვაკით აცრილებო, ჯერ “ბუსტერი” არ გჭირდებათ” – ბიძინა კულუმბეგოვი

“სინოფარმი/სინოვაკით აცრილებო, ჯერ ბუსტერი არ გჭირდებათ!”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, როგორც კი მწარმოებელი კომპანია და ჯანმო აღნიშნულ ვაქცინებზე “ბუსტერის” საჭიროებას დაამტკიცებს საქართველოშიც ავტომატურად მოხდება მისი გამოყენება.

“სინოფარმი/სინოვაკით აცრილებო სამედიცინო ჩვენებით ჯერ ბუსტერი არ გჭირდებათ, ვაქცინის ფაიზერით ჩანაცვლების ერთადერთი მიზეზია მხოლოდ მოგზაურობა.

დაინდეთ თქვენი ორგანიზმი და უსაფუძვლოდ ნუ შეეცდებით დამატებითი დოზების მიღებას!!!

როგორც კი მწარმოებელი კომპანია და ჯანმო ამ ვაქცინებზე ბუსტერის საჭიროებას დაამტკიცებს აქაც ავტომატურად მოხდება მისი გამოყენება.

ახლა მთავარია ნებისმიერი ვაქცინის ორი დოზით ავცრათ დამატებით 1-1.5 მილიონი ჩვენი მოქალაქე”,- წერს კულუმბეგოვი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები