ვანო ზარდიაშვილი: “ტვ პირველს” წლებია, სხვებთან ერთად მეც მიზანში ვყავარ

“შეიძლება, უფრო დიდი ბოროტებაც ბევრი არსებობს, ვიდრე ყალბი და დამახინჯებული ინფორმაცია, მაგრამ არც სიყალბე და დაბრალებაა სხვა ბოროტებაზე ნაკლები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი, ვანო ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის Აღნიშნავს, ტელეკომპნია პირველი / Tv Pirveli-ს წლებია, ისიც მიზანში ჰყავს.

“‘ტელეკომპანია პირველი / Tv Pirveli-ს წლებია, სხვებთან ერთად მეც მიზანში ვყავარ…

დღეს რასაც უშვებენ, ისიც ამ სერიიდანაა. ინტერვიუს დროს ჟურნალისტს დეტალურად მოვუყევი, როგორ გაყიდა ჩემმა ოჯახმა საბურთალოზე ბინა, როგორ შეიძინა იმ ფულით არქიში სხვა ბინა (სხვათა შორის მთავარი არხის ჟურნალის გიორგი გაბუნიას ბინაზეა საუბარი), რომელიც სამი წლის წინ გაყიდეს. შემდეგ რა თანხა დაამატა ემიგრაციაში დიდი ხნის წინ წასულმა დედაჩემმა და როგორ იყიდეს ახალი ბინა. მოვუყევი ასევე ჩემი 300 000 ლარიანი კრედიტის და ოჯახის მიერ გაყიდული სხვა ქონების შესახებაც. გადავეცი ამ ყველაფრის დამადასტურებელი დოკუმენტებიც, თუმცა ეს მათ არ აინტერესებთ. ჭირდებათ სკანდალი, ტყუილი, დაბრალება და ამისთვის უკან არაფერზე იხევენ.

მირჩევდნენ-ხოლმე, მაგათ სისულელეებზე რეაქცია ნუ გექნება, ვინ უჯერებსო, მაგრამ ვინც მაინც უჯერებს, მათთვის ვწერ:

TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ფორმით მზად ვარ ვაგო პასუხი, თუ კი ერთ დაუსაბუთებელ ნივთს მომინახავთ ან მე, ან ჩემს ოჯახს. თუ არა და, ბოდიში მოიხადეთ საჯაროდ,
სირცხვილი და ბოროტებაა დაბრალება, ნებისმიერი რამის, დამიჯერეთ”, – წერს ზარდიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები