სრული მობილიზება არ გვქონდაო, რომც თქვან, არავინ დაუჯერებს – კოვიდიანებიც კი იდგნენ ტრიბუნასთან – რატი იონათამიშვილი ვიდეოს აქვეყნებს

სრული მობილიზება არ გვქონდაო, რომც თქვან, არავინ დაუჯერებს – კოვიდიანებიც კი იდგნენ ტრიბუნასთან, – წერს სოციალურ ქსელში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი და 14 ოქტომბრის აქციის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

„14 ოქტომბერი, თავისუფლების მოედანი, 19:45 PM
აქცია დასრულებული იყოო, ვერ იტყვიან, ელვის სისწრაფით კი დაიშალნენ, მაგრამ ჯერ სიძულვილის ენაში ეჯიბრებიან ერთმანეთს; აქციის დაწყებამდე არისო, ვერც ამას იტყვიან, ღამეა აშკარად; სრული მობილიზება არ გვქონდაო, რომც თქვან, არავინ დაუჯერებს – კოვიდიანებიც კი იდგნენ ტრიბუნასთან; ტყუილებზე გაქვთ ყველაფერი აგებულიო, კადრებიც კი, ეტყვი და სწყინთ.

P.S. აქციაზე რაოდენობა კი არ არის მნიშვნელოვანი, პრინციპებია! მაგრამ როცა არც ერთია და არც მეორე, ეგ არის განაჩენი“ – წერს რატი იონათამიშვილი “Facebook”-ის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები