ფრიდონ ინჯია: სააკაშვილი პოლიტპატიმრად არ მიმაჩნია, ის სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც ქართულმა და სტრასბურგის სასამართლომ გამოუტანა

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არ მიმაჩნია, ის სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც ქართულმა და სტრასბურგის სასამართლომ გამოუტანა”, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრი, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ „ნაცმოძრაობის“ აქციაზე მისული ხალხი ხელისუფლების მიერ ქვეყნის მართვით უკმაყოფილო და განაწყენებული ადამიანები არიან.

„გუშინ ვინც შეიკრიბა, არის ხელისუფლების მიერ ქვეყნის მართვით უკმაყოფილო და განაწყენებული ხალხი. ხალხი, ვინც სამართალი ვერ იპოვა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე სააკაშვილი პოლიტპატიმრად არ მიმაჩნია. ის იხდის სასჯელს იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას სასამართლომ გამოუტანა. როგორც ქართულმა სასამართლომ, ისე სტრასბურგის. სამართალი უნდა იყოს ყველასთვის. სამართალი რომ იყოს და სახელმწიფო რომ სამართლიანად სჯიდეს ყველა დამნაშავეს, იქ 90 პროცენტი არ შეიკრიბებოდა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები