გიგი უგულავა: აქციაზე ამერიკის პროტოკოლით ვიმოქმედე

”​ამერიკის პროტოკოლით, აცრილზე 7-8 დღეა, მე ამით ვხელმძღვანელობ და არა ამ აფერისტების მიერ მოგონილი დრაკონული სისულელეებით”, – ამის შესახებ გიგი უგულავამ რადიო „თავისუფლებას“ კოვიდინფიცირების მიუხედავად აქციაზე მისი მისვლის კომენტირებისას განუცხადა.

„ამ თემაზე უკვე დავდე პოსტი განმარტება. შეგიძლიათ, იხელმძღვანელოთ, მეტს ვერაფერს დავამატებ, გარდა იმისა, რომ ამერიკის პროტოკოლით აცრილზე 7-8 დღეა და მე ამით ვხელმძღვანელობ და არა ამ აფერისტების მიერ მოგონილი დრაკონული სისულელეებით“, – თქვა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, გიგი უგულავა, რომელსაც 7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, 14 ოქტომბერს აქციაზე სიტყვით გამოვიდა.

„არ შემეძლო, დღეს აქ არ მოვსულიყავი, მადლობა ექიმებს, რომ მომცეს ამის საშუალება“, – განაცხადა გიგი უგულავამ აქციაზე. მოგვიანებით, უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სიმპტომები აღარ აქვს, აღარც გადამდებია. მისივე თქმით, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა, ყოფილიყო აქციაზე, ხალხთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები