გია აბაშიძე: ცალკეული ევროპარლამენტარების უპასუხისმგებლო განცხადებები ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს

,,ცალკეული ევროპარლამენტარების, იქნება ეს სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი გლუკსმანი (ეკა ზღულაძის ექსმეუღლე), კუბილიუსი და კიდევ სხვა რამდენიმეს არაადეკვატური, არაობიექტური, უპასუხისმგებლო განცხადებები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე.
მისი თქმით, კრემლს დიდი ხანია, სურს ამგვარი განწყობების ფართოდ კულტივირება ჩვენს ქვეყანაში.
,,ევროპაში საყოველთაოდ ცნობილია და ეს განსაკუთრებით იცის Transparency International-ის ბრიუსელის ოფისმა, რომ, გამჭვირვალობის საჯაროდ გამოხატული მხარდაჭერის მიუხედავად, ევროპარლამენტი ერთადერთი ინსტიტუტია, სადაც სისტემატურად არ მოწმდება ევროპარლამენტარების ფინანსური დეკლარაციები და ბუნდოვანია პარლამენტს მიღმა მიღებული მათი დიდი შემოსავლები (იხილეთ ავტორიტეტული Euobserver-ის 2021 წლის 5 თებერვლის სტატია).
ცალკეული ევროპარლამენტარების, იქნება ეს სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი გლუკსმანი (ეკა ზღულაძის ექსმეუღლე), კუბილიუსი და კიდევ სხვა რამდენიმეს არაადეკვატური, არაობიექტური, უპასუხისმგებლო განცხადებები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე აღვივებს ანტიდასავლურ განწყობებს. კრემლს კი დიდი ხანია, ძალიან სურს ამგვარი განწყობების ფართოდ კულტივირება ჩვენს ქვეყანაში.
ცნობისათვის, ევროპის საკანონმდებლო ორგანოში 705 დეპუტატია”, – წერს ანალიტიკოსი facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები