გია გაბრიჭიძე – ევროპარლამენტარებს: დაშოშმინდით, შეირგეთ ის მაყუთი, რაც “ნაცებისგან” გაქვთ აღებული და დაიძინეთ, ამ ქვეყანაში ვეღარასდროს იბლატავებთ

„დაშოშმინდით, შეირგეთ ის მაყუთი, რაც ”ნაცებისგან” გაქვთ აღებული და დაიძინეთ”, – ასე ეხმიანება ექსპერტი, გია გაბრიჭიძე ევროპარლამენტარების – რაფაელ გლუკსმანისა და ანდრიუს კუბილიუსის განცხადებებს.
როგორც გია გაბრიჭიძე აღნიშნავს, ეკა ზღულაძის მეუღლე რაფაელ გლუკსმანს, რომლის იდეა იყო „მოდელირებული ქრონიკა“, 2012 წელს აღებული აქვს 370 000 ლარი.
„ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი, რომელიც არის ეკა ზღულაძის მეუღლე, რომლის იდეა იყო “მოდელირებული ქრონიკა”, რომელსაც მხოლოდ 2012 წელს აღებული აქვს 370 000 ლარი, სვამს შეკითხვას – არ აქვს მნიშვნელობა ვინ რას ფიქრობს სააკაშვილზე, მთავარი ისაა, რომ საქართველოს მართლმსაჯულება არ არის დამოუკიდებელი და ეს არის პოლიტიკური საქმე. ეს ყველამ იცის და პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა საკუთარი პირით თქვა, რომ თუ სააკაშვილი კარგად მოიქცევა ციხეში, ანუ პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებს, მაშინ მას დამატებით მუხლებს არ წაუყენებენ, და თუ ცუდად მოიქცევა, ანუ კიდევ გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, მაშინ მეტ დროს გაატარებს ციხეში. რას ნიშნავს ეს?
ბატონო ევროპარლამენტარო, ეს არის ის, რომ თუ სასჯელის მოხდის პერიოდში პატიმარი დაარღვევს კანონს მაშინ მას წაეყენება შესაბამისი მუხლი და დაემატება შესაბამისი სასჯელი.
ჩემის მხრიდან კი დავამატებ, რომ თუ გახდება ცნობილი, რომ პატიმარს, ანუ ამ შემთხვევაში სააკაშვილს ჩადენილი აქვს სხვა, საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი დანაშაულებები (რაშიც ეჭვი არავის ეპარება), ცხადია, გატარდება კანონით დადგენილი ღონისძიებები. ასე რომ, დაშოშმინდით თქვენც და სხვა თქვენი კოლეგა. შეირგეთ ის მაყუთი, რაც “ნაცებისგან” გაქვთ აღებული და დაიძინეთ. ამ ქვეყანაში ვეღარასდროს იბლატავებთ“, – წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები