გია ვოლსკი: უგულავამ ისეთი სისულელეები ილაპარაკა, სჯობდა, არ ეღრიალა წიქარასავით
“გიგი უგულავამ ისეთი სისულელეები ილაპარაკა, სჯობდა, არ ეღრიალა წიქარასავით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ გუშინდელ აქციაზე გიგი უგულავას სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
„თუ ექიმმა გიგი უგულავას რეკომენდაცია მისცა, მისი რენომესთვის სჯობდა, არ მიეცა, რადგან ისეთი სისულელეები ილაპარაკა, სჯობდა, საერთოდ არ ელაპარაკა, არ ეღრიალა წიქარასავით. სჯობდა, ეს არ მომხდარიყო მისთვის და მისი პოლიტიკური პარტიისა თუ პოლიტიკური გემოვნების ინტერესებიდან გამომდინარე. დაარღვია თუ არა რეგულაციები, არ ვიცი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა, რომელმაც კოვიდინფიცირების შესახებ 7 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, 14-ში “ნაცმოძრაობის” აქციაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ექიმის რეკომენდაციით იმყოფება თავისუფლების მოედანზე.