ალუდა ღუდუშაური: „ნაცმოძრაობა“ არის დაშლის დასაწყისის რეჟიმში გადასული
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის დასაწყისის რეჟიმშია გადასული. მისი თქმით, ეს გუშინდელ აქციაზე გამოჩნდა.
„გუშინდელმა აქციამ აჩვენა ერთი რამ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაშლის დასაწყისის რეჟიმში გადასული. მთელი ამ ხნის განმავლობაში თქვენ ხედავდით, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა თავისი მაქსიმუმის მაქსიმუმი და მიიღო ის შედეგი, რაც ნახეთ“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.
სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, გუშინ თავისუფლების მოედანზე ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელი აქცია 2003 წლის „ვარდების რევოლუციასთან“ გააიგივა. ეს მან თავისი გუნდის წევრს, დეპუტატ ანა წითლიძეს უთხრა, რომელმაც პატიმარი, აქციის შემდეგ, ციხეში მოინახულა.