რატი იონათამიშვილი: სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ძალადობისა და წამების პროპაგანდაა

პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების“ დეპუტატის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ძალადობის პროპაგანდაა.

„რაც შეეხება კონკრეტულად ამ აქციას, ხალხის რაოდენობას ინტერესი ნამდვილად არ აქვს; ერთადერთი, რაზეც გავლენას მოახდენს ეს აქცია, არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა და კიდევ უფრო ნულს ქვემოთ ჩავა. ეს ლოგიკური პროცესია, იმდენად უპასუხისმგებლოდ იქცევა ეს პარტია, იმდენად ცდილობენ, რომ სამართლიანობას გადაუხვიონ და პირიქით ისევ ძალადობის და ადამიანების ტანჯვის პროპაგანდა მოახდინონ. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ამავდროულად ძალადობისა და წამების პროპაგანდაა. ამ აქციამ ერთადერთი, იმ მოქალაქეებზე შეიძლება, მოახდინოს გავლენა, ვინც არჩევნებზე არ მოდიოდა, უფრო მეტად მოვიდეს და ამ უსამართლობას საბოლოოდ ძალიან მწარე პასუხი გასცეს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები