გია ვოლსკი: არამხოლოდ საქართველოში, სააკაშვილი თავს მსოფლიო მასშტაბითაც ერთადერთ და განუმეორებელ ლიდერად მიიჩნევს

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის თქმით, სააკაშვილის მიერ საკუთარი თავის საქართველოსა და მსოფლიო ლიდერებისთვის თავის გატოლება ცხადყოფს, რომ ის რეალობასაა აცდენილი.

„არამხოლოდ საქართველოში, სააკაშვილი თავს მსოფლიო მასშტაბითაც ერთადერთ და განუმეორებელ ლიდერად მიიჩნევს. მან თავი დაასახელა, როგორც ჯორჯ ვაშინგტონის ტოლფასი ლიდერი, დავით აღმაშენებელზე უფრო მეტი საქმის გამკეთებელი. როდესაც ვინმე აპირებს, რომ მას თავი გაუტოლოს, თუნდაც, ეს მელია იყოს, რასაკვირველია, იმ წუთას მიუთითებენ ყველას, რომ თავი საცივში აქვთ ჩაყოფილი“, – თქვა ვოლსკიმ.

მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელი საპროტესტო აქცია 2003 წლის „ვარდების რევოლუციასთან“ გააიგივა. ეს მან თავისი გუნდის წევრს, დეპუტატ ანა წითლიძეს უთხრა, რომელმაც პატიმარი, აქციის შემდეგ, ციხეში მოინახულა.

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, გუშინ თავისუფლების მოედანზე ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები