მეუფე მელქისედეკი რუსთავის ციხეში სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მეუფე მელქისედეკი მივიდა.
“მოვედი, რომ ვნახო საქართველოს მესამე პრეზიდენტი, გავიგო რა მდგომარეობაშია. დიდი ინტერესია მისი ჯანმრთელობის მიმართ და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება”, – თქვა მეუფე მელქისედეკმა.
მეუფემ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების პეტიციას ხელი ერთ-ერთმა პირველმა მოაწერა.
მეუფემ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების პეტიციას ხელი ერთ-ერთმა პირველმა მოაწერა.
“მე მის გათავისუფლებას მოვაწერე ხელი და ის, რომ ერთი 5 დღის წინ გავაჟღერე მეც ეს იდეა, რომ აუცილებელია საყოველთაო შერიგება ჩვენი ერისა. აუცილებელია, ერთმანეთის დაპირისპირება ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს და მე მიმაჩნია, რომ ჩვენ, სასულიერო პირებმა, ეკლესიამ, შუამავლის შესაძლებლობა გვქონდეს [როლი ითამაშოს] და როგორმე გავაერთანოთ ჩვენი ერი, რომელიც ბოლო ათეული წლებია სულ დაპირისპირებაში ვართ და არ შეიძლება.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველას შერიგებისკენ, დანარჩენი მათი გადასაწყვეტია”,- განაცხადა მეუფემ.