“შევძლებთ, მივაღწიოთ იმ შედეგსაც, რომ ხელი შევუშალოთ რუსეთს ყველა არაკანონიერ ქმედებაში”

“რუსეთი ბევრ რამეს აცხადებს და ცდილობს თავისი პოლიტიკის გატარებას, რასაც ჩვენ ვუპირისპირებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად – იმ პოლიტიკას, რომელსაც ჯერჯერობით შედეგი მოაქვს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრების დელიმიტაციის შეთავაზებას ეხებოდა.

„ყველანაირად შევეცდებით და შევძლებთ, მივაღწიოთ იმ შედეგსაც, რომ ხელი შევუშალოთ რუსეთს ყველა არაკანონიერ ქმედებაში“, – განაცხადა კახა კუჭავამ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები