“იცით, რომ გუშინ უკვე გადავდექი?” – ღარიბაშვილი ჟურნალისტს გაეხუმრა
პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მის შესაძლო გადადგომის საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ხუმრობით უპასუხა.
მისი თქმით, ამ საკითხზე კითხვების დასმა უსუსური პროვოკაციაა.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს არაერთხელ განმარტა ჩვენმა პარტიამ და ჩვენი გუნდის არაერთმა წარმომადგენელმა, თქვენ მაინც ამ უსუსურ პროვოკაციასა და დეზინფორმაციას ავრცელებთ. ხუმრობით გეტყვით – იცით, რომ გუშინ უკვე გადავდექი?“, – აცხადებს ღარიბაშვილი.
მანამდე, ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას დატოვებს.